ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/77980
სათაური: | ჯემალ ცერცვაძე |
საკვანძო სიტყვები: | ცერცვაძე, ჯემალ ხელბურთი |
რეზიუმე: | ჯემალ ცერცვაძე - ხელბურთელი. თამაშობდა თბილისის “ბურევესტნიკსა” (1958-75) და სსრკ ნაკრებში (1959-72). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962-64), სამგზის მეორე (1965, 66, 67) და მესამე (1963) პრიზიორი. ზედიზედ ათჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის სახელი (1962-71), მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი (1968), მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში (1964, 67, 70), აქედან ორში (1964, 67) ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს, სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 78 მატჩი, გაიტანა 276 გოლი. ფენომენალური ტექნიკის, თავბრუდამხვევი ფინტებისა და მეტოქეთათვის ამოუცნობი ტყორცნების გამო შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე (1967) “ხელბურთის პელედ” მონათლეს. ყოფილ სსრკ სივრცეში პირველმა დააარსა ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა (1980), რომელიც მის სახელს ატარებს. |
აღწერილობა: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | ქართული სპორტის მუზეუმი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Xelburti034.jpg | 153.42 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება