Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/78340
Title: საქართველოს, საბჭოთა კავშირის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთა და პრიზიორთა ჯგუფი
Keywords: ჯგუფური ფოტო
სპორტი
ჭიდაობა
მოჭიდავე
ჩემპიონი
სხირტლაძე, გიორგი (1932)
ცალქალამანიძე, მირიან (1927-2000)
ციმაკურიძე, დავით (1925)
Abstract: გიორგი სხირტლაძე - თავისუფალი ჭიდაობა (79 კგ), მსოფლიოს ჩემპიონი და მეორე პრიზიორი, XVII ოლიმპიადის და XVI ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, სსრკ სამგზის ჩემპიონი, შვედეთის, უნგრეთის, აშშ-ის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. მირიან ცალქალამანიძე - თავისუფალი სტილში მოჭიდავე (52 კგ), XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე და მესამე პრიზიორი, მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დავით ციმაკურიძე - მოჭიდავე თავისუფალი სტილით (79 კგ), პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, სსრკ შვიდგზის ჩემპიონი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ფილას ორდენის კავალერი. ანზორ კიკნაძე - ძიუდოისტი (93 კგ), XVIII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი, საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
Description: მარცხნიდან სხედან: ვლადიმერ არსენიანი, მირიან ცალქალამანიძე, ვასილ ილურიძე, ზაურ მჭედლიშვილი, ნერსეს აკოფოვი. მარცხნიდან დგანან: დავით ციმაკურიძე, ავთანდილ ციბაძე, ვახტანგ ბალავაძე, ლევან ფალავანდიშვილი, შალვა ნოზაძე, გიორგი სხირტლაძე და ოთარ კანდელაკი
Owner: ქართული სპორტის მუზეუმი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Chidaoba- (389).jpg177.02 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.