ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/78388
სათაური: სახელოვანი მოჭიდავეები
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ხაბარელი, შოთა (1958)
ქიბროწაშვილი, ანზორ (1939)
ჩოჩიშვილი, შოთა (1950-2009)
სხირტლაძე, გიორგი (1932)
ჩემპიონი
ჭიდაობა
სპორტი
რეზიუმე: ანზორ ქიბროწაშვილი - ძიუდო (93 კგ); მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი პირად და ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში, სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. შოთა ჩოჩიშვილი - ძიუდოისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში. შოთა ხაბარელი - ძიუდოში (78 კგ) XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. გიორგი სხირტლაძე - თავისუფალი ჭიდაობა (79 კგ), მსოფლიოს ჩემპიონი და მეორე პრიზიორი, XVII ოლიმპიადის და XVI ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, სსრკ სამგზის ჩემპიონი, შვედეთის, უნგრეთის, აშშ-ის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
აღწერილობა: მარჯვნიდან დგანან: შოთა ხაბარელი, ანზორ ქიბროწაშვილი, გიორგი სხირტლაძე, მარცხნიდან პირველი - შოთა ჩოჩიშვილი; ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია.
მფლობელი: ქართული სპორტის მუზეუმი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Chidaoba- (550).jpg223.35 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება