ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/78416
სათაური: | ფიზკულტურის ინსტიტუტის პედაგოგები |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო გოლოვნია, ლევ ვასილის ძე (1889-1969) ბაბილოძე, გიორგი იოსების ძე (1911-1990) წერეთელი, დავით მეიფარიანი, ნ.გ. ჯორჯაძე, ალექსანდრე (1913-1989 ფალავანდიშვილი შუდრა, სერგო (1913-1983) ჟღენტი, ვაჟა (1928) |
რეზიუმე: | გიორგი ბაბილოძე ― ქართველი სპორტსმენი-ტანმოვარჯიშე, ქართველ ტანმოვარჯიშეთა ძველი თაობის წარმომადგენელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საკავშირო კატეგორიის მსაჯი, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი. ნ. მეიფარიანი – სპორტის დამსახურებული ოსტატი. ლევ გოლოვნია – ფარიკაობა, მწვრთნელი. საქართველოში ფარიკაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. თავიდან მისდევდა ტანვარჯიშსა და მძლეოსნობას, ფარიკაობაში ვარჯიში დაიწყო 1914 წელს იტალიელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით კიევის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. იყო ფარიკაობის იტალიური სკოლის მიმდევარი, აღზარდა არაერთი ცნობილი სპორტსმენი და ფარიკაობის სპეციალისტი. მუშაობდა ამიერკავკასიის ფიზკულტურის ინსტიტუტში (ბაქო). საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის დაარსებისთანავე (1938) ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა ფარიკობის კათედრას. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. სერგო შუდრა – ფეხბურთელი, მეკარე. ნ.გ. მეიფარიანი – სპორტის დამსახურებული ოსტატი. ფალავანდიშვილი – მოჭადრაკე. ვაჟა ჟღენტი – კალათბურთელი, თამაშობდა თბილისის ”დინამოში”. ეროვნული სტადიონის დირექტორი (1986-92). სპორტის დამსახურებული მუშაკი. ალექსანდრე ჯორჯაძე – ტანვარჯიში, მწვრთნელი. მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატში ორგზის გამარჯვებული, სსრკ სამგზის ჩემპიონი ღერზძე ვარჯიშში, საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის დირექტორი (1942-43), ამავე ინსტიტუტის კათედრის გამგე (1966-73). იყო ავღანეთის ეროვნული ნაკრების კოსულტანტი და მთავარი მწვრთნელი (1973-77), იქვე დააარსა ფიზკულტურის ინსტიტუტი (1974). 30 სამეცნიერო-მეთოდური შრომის ავტორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. |
აღწერილობა: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | ქართული სპორტის მუზეუმი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
erovnuli sporti (34).jpg | 161.54 kB | JPEG | ![]() ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება