ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/78656
სათაური: სახელოვანი მოჭიდავეები
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
საღარაძე, გურამ (1939)
კარტოზია, გივი ალექსანდრეს ძე (1929-1998)
ხუბულური, თემურ (1955)
რურუა, რომან (1942)
ბალავაძე, ვახტანგ (1927)
ციმაკურიძე, დავით (1925)
ლომიძე, შოთა (1936-1993)
რეზიუმე: გურამ საღარაძე - თავისუფალი ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, ფილას ღირსების ორდენის კავალერი. რომან რურუა - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (63, 68 კგ), XIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, XVIII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, სსრკ სამგზის ჩემპიონი, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სსრკ ნაკრების მწვრთნელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სოკის და ფილას ორდენების კავალერი. თმურ ხუბულური - ქართველი ძიუდოისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი, მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე აიღო ვერცხლის მედალი, სსრკ ორგზის ჩემპიონი, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში. შოთა ლომიძე - თავისუფალი ჭიდაობა (97, 100 კგ), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მეხიკოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დავით ციმაკურიძე - მოჭიდავე თავისუფალი სტილით (79 კგ), პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, სსრკ შვიდგზის ჩემპიონი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ფილას ორდენის კავალერი. გივი კარტოზია - სპორტსმენი ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში, XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, ფიზიკური ძალით, სწრაფი, შემტევი სტილით. პირველი მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს სპორტსმენთა შორის. ვახტანგ ბალავაძე - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, XVI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, სსრკ ხუთგზის ჩემპიონი, სამბოში სსრკ ჩემპიონი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, უმაღლესი კატეგორიის მსაჯი, ფილა-ს ორდენის კავალერი.
აღწერილობა: მარცხნიდან დგანან: გურამ საღარაძე, დავით ციმაკურიძე, თემურ ხუბულური, გივი კარტოზია, რომან რურუა, შოთა ლომიძე და ვახტანგ ბალავაძე; ფოტოს გადაღების თრიღი უცნობია.
მფლობელი: ქართული სპორტის მუზეუმი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Chidaoba- (554).jpg221.82 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება