Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/79586
Title: გიორგი რცხილაძე, გაიოზ ბერელაშვილი, გიორგი ბაბილოძე, შ.ჯორჯაძე და კოტე ზაალიშვილი
Keywords: ზაალიშვილი, კოტე
რცხილაძე, გიორგი (გულო) (1909-1968)
ბერელაშვილი, გაიოზ (1893-1937)
ბაბილოძე, გიორგი იოსების ძე (1911-1990)
Abstract: გიორგი (გულო) რცხილაძე – სპორტული ტანვარჯიში. სსრკ სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი, სსრკ ნაკრების ლიდერი 1930-იან წლებში. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1953-68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. 1972 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ტანვარჯიშის სპეციალიზებულ სპორტულ სკოლას. გაიოზ ბერელაშვილი – ტანმოვარჯიშე, სპორტის მოღვაწე. გამოდიოდა თბილისის “სოკოლის” სახელით, 1912 წელს მონაწილეობდა პრაღის მეექვსე საერთაშორისო შეკრებაში. იყო მოსკოვის II “სოკოლის” ვარჯიშთავი, თბილისის ტანვარჯიშული საზოგადოება “შევარდენის” ერთ-ერთი დამაარსებელი (1918). ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ კრებაზე აირჩიეს “შევარდენის” ვარჯიშთავის გიორგი ეგნატაშვილის პირველ შემწედ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შევარდნული მოძრაობის განვითარებაში. გიორგი ბაბილოძე ― ქართველი სპორტსმენი-ტანმოვარჯიშე, ქართველ ტანმოვარჯიშეთა ძველი თაობის წარმომადგენელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საკავშირო კატეგორიის მსაჯი, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი.
Description: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ქართული სპორტის მუზეუმი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Shevardeni_192.jpg103.65 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.