ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/79586
სათაური: | გიორგი რცხილაძე, გაიოზ ბერელაშვილი, გიორგი ბაბილოძე, შ.ჯორჯაძე და კოტე ზაალიშვილი |
საკვანძო სიტყვები: | ზაალიშვილი, კოტე რცხილაძე, გიორგი (გულო) (1909-1968) ბერელაშვილი, გაიოზ (1893-1937) ბაბილოძე, გიორგი იოსების ძე (1911-1990) |
რეზიუმე: | გიორგი (გულო) რცხილაძე – სპორტული ტანვარჯიში. სსრკ სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი, სსრკ ნაკრების ლიდერი 1930-იან წლებში. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1953-68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. 1972 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ტანვარჯიშის სპეციალიზებულ სპორტულ სკოლას. გაიოზ ბერელაშვილი – ტანმოვარჯიშე, სპორტის მოღვაწე. გამოდიოდა თბილისის “სოკოლის” სახელით, 1912 წელს მონაწილეობდა პრაღის მეექვსე საერთაშორისო შეკრებაში. იყო მოსკოვის II “სოკოლის” ვარჯიშთავი, თბილისის ტანვარჯიშული საზოგადოება “შევარდენის” ერთ-ერთი დამაარსებელი (1918). ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ კრებაზე აირჩიეს “შევარდენის” ვარჯიშთავის გიორგი ეგნატაშვილის პირველ შემწედ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შევარდნული მოძრაობის განვითარებაში. გიორგი ბაბილოძე ― ქართველი სპორტსმენი-ტანმოვარჯიშე, ქართველ ტანმოვარჯიშეთა ძველი თაობის წარმომადგენელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საკავშირო კატეგორიის მსაჯი, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი. |
აღწერილობა: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | ქართული სპორტის მუზეუმი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Shevardeni_192.jpg | 103.65 kB | JPEG | ![]() ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება