ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/83039
სათაური: აკაკი პაპავა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად სამწერლო მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე
საკვანძო სიტყვები: პაპავა, აკაკი (1890-1964)
გოგოლაშვილი-პაპავა, თამარ სიმონის ასული (1888-1976)
ჭეიშვილი, გულნარა ალექსანდრეს ასული
ჭეიშვილი, მარიამ (პუსი) ლეონიდეს ასული
ჭეიშვილი, ალექსანდრე (საშა) (1905-1991)
ნოზაძე, ვიქტორ (1893-1975)
ჯაფარიძე, ლევან
არგენტინა
ბუენოს-აირესი
ემიგრანტები
რეზიუმე: აკაკი პაპავა - მწერალი, ჟურნალისტი და სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1922 წელს აკაკი პაპავა გერმანიაში, ბერლინში მიემგზავრება. 1923 წელს ოჯახიც უერთდება და მეუღლესთან, თამართან ერთად უცხოეთში იწყებს ერთობლივ ლიტერატურულ და მეცნიერულ საქმიანობას. აკაკი პაპავა გარდაიცვალა არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადმოასვენეს საფრანგეთში და პარიზთან ახლოს ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს. ვიქტორ ნოზაძე – რუსთველოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე. 1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ვიქტორ ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად უცხოეთში გააგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ჯერ ლონდონში იყო, შემდეგ ბერლინში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1928 წლიდან პარიზში დასახლდა. აქ წამოიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა და ხელი მოჰკიდა დიდფორმატიანი ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის "კავკასიონის" გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო ამ ჟურნალის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი. ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და, როგორც ამბობდა, დაიწყო მისი მეცნიერული "ჩხრეკა". ფასდაუდებელია მისი რუსთველოლოგიური ნაშრომები: "ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება" (1953, ბუენოს-აირესი),
აღწერილობა: მარცხნიდან პირველ რიგში: თამარ გოგოლაშვილი-პაპავა, აკაკი პაპავა, გულნარა ჭეიშვილი, მარიამ (პუსი) ჭეიშვილი. მეორე რიგში მარცხნიდან მესამე-ვიქტორ ნოზაძე; მეხუთე-ლევან ჯაფარიძე; მეექვსე-საშა ჭეიშვილი. ფოტო გადაღებულია ბუენოს-აირესში
მფლობელი: ზურაბ საყვარელიძე
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Papavebi_21.jpgრექტო649.88 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Papavebi_22.jpgვერსო953.38 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება