Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/83039
Title: აკაკი პაპავა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად სამწერლო მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე
Keywords: პაპავა, აკაკი (1890-1964)
გოგოლაშვილი-პაპავა, თამარ სიმონის ასული (1888-1976)
ჭეიშვილი, გულნარა ალექსანდრეს ასული
ჭეიშვილი, მარიამ (პუსი) ლეონიდეს ასული
ჭეიშვილი, ალექსანდრე (საშა) (1905-1991)
ნოზაძე, ვიქტორ (1893-1975)
ჯაფარიძე, ლევან
არგენტინა
ბუენოს-აირესი
ემიგრანტები
Abstract: აკაკი პაპავა - მწერალი, ჟურნალისტი და სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1922 წელს აკაკი პაპავა გერმანიაში, ბერლინში მიემგზავრება. 1923 წელს ოჯახიც უერთდება და მეუღლესთან, თამართან ერთად უცხოეთში იწყებს ერთობლივ ლიტერატურულ და მეცნიერულ საქმიანობას. აკაკი პაპავა გარდაიცვალა არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადმოასვენეს საფრანგეთში და პარიზთან ახლოს ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს. ვიქტორ ნოზაძე – რუსთველოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე. 1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ვიქტორ ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად უცხოეთში გააგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ჯერ ლონდონში იყო, შემდეგ ბერლინში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1928 წლიდან პარიზში დასახლდა. აქ წამოიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა და ხელი მოჰკიდა დიდფორმატიანი ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის "კავკასიონის" გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო ამ ჟურნალის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი. ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და, როგორც ამბობდა, დაიწყო მისი მეცნიერული "ჩხრეკა". ფასდაუდებელია მისი რუსთველოლოგიური ნაშრომები: "ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება" (1953, ბუენოს-აირესი),
Description: მარცხნიდან პირველ რიგში: თამარ გოგოლაშვილი-პაპავა, აკაკი პაპავა, გულნარა ჭეიშვილი, მარიამ (პუსი) ჭეიშვილი. მეორე რიგში მარცხნიდან მესამე-ვიქტორ ნოზაძე; მეხუთე-ლევან ჯაფარიძე; მეექვსე-საშა ჭეიშვილი. ფოტო გადაღებულია ბუენოს-აირესში
Owner: ზურაბ საყვარელიძე
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Papavebi_21.jpgრექტო649.88 kBJPEGThumbnail
View/Open
Papavebi_22.jpgვერსო953.38 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.