ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/83751
სათაური: კორნელი კეკელიძე, კოტე მადიჩი და ზურაბ ზოდელავა სამედიცინო ინსტიტუტის კურსელებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: კეკელიძე, კორნელი
მადიჩი, კონსტანტინე (1922-2003)
ზოდელავა, ზურაბ
ქართველი ექიმი
სამედიცინო ინსტიტუტი
ჯგუფური ფოტო
გამოცემის თარიღი: 12-Mar-2015
რეზიუმე: კორნელი კეკელიძე - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი, კასპის რაიონის მთავარი ექიმი 1948-1972 წლებში. შემდგომში თბილისის მოზრდილთა მე-13 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი (1972-1985) და რესპუბლიკური საავადნყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე (1985-1991წწ). კონსტანტინე მადიჩი - 1947 წელს იყო რესპუბლიკის ონკოლოგიური დისპანსერის ორდინატორი; 1951–1952წწ. ქალაქის ონკოდისპანსერის მთავარი ექიმი; 1952–1956წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1957–1962წწ. ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1962–1974წწ. დოცენტი; 1974–1990წწ. კათედრის გამგე; 1990 წლიდან ონკოლოგიის კათედრის დოცენტია და 1993 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის შპს ონკოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა უმრავლესობაც სარძევე ჯირკვლის, კანის, საჭმლის მემნელებელი ტრაქტის, სასუნთქი გზების კიბოს დიაგნოსტიკის მკურნალობისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებს ეხება. წლების განმავლობაში სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა ექიმ–გინეკოლოგთა მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. მისი ბიოგრაფიული მონაცემები შეტანილია კემბრიჯისა და ნიუ–იორკის ინტერნაციონალურ სამეცნიერო ცნობარებში(1997–1998), მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებში.
აღწერილობა: მეორე რიგში მარჯვნიდან: ზურაბ ზოდელავა, კონსტანტინე მადიჩი; მესამე რიგში მარცხნიდან პირველი დგას - კორნელი კეკელიძე
მფლობელი: ნანა კეკელიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Kekelidze_31.jpg569.83 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება