ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/84722
სათაური: | შალვა ნადარეიშვილი |
საკვანძო სიტყვები: | ნადარეიშვილი, შალვა ათანასეს ძე (1894-1937) რეპრესირებული პორტრეტი |
რეზიუმე: | შალვა ნადარეიშვილი - რეპრესირებული. დაპატიმრებამდე – საქართველოს საკურორტო სამმართველოს ტყის მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი, თბილისის ტყის ტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი. ბრალად დასდეს: რომ 1927 წ. მემარჯვენეთა კ/რ მავნებლურ ორგანიზაციაში გადაიბირა ამ კ/რ ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, სოლომონ ზაქარიას ძე ქმდიანმა, რომელიც დაკავშირებული იყო კ/რ „ქართულ ნაციონალურ ცენტრთან“ და რომლის დავალებითაც მავნებლობდა საქართველოს სატყეო მეურნეობაში, კერძოდ, ტყის მოწყობაში, ამცირებდა ტყის ნედლეულის მარაგის აღრიცხვაში ციფრულ მონაცემებს 10 %-ით. ტყის მეურნეობის გეგმის პროექტირებისას, საექსპლუატაციო ტყის გასაჩეხად, მავნებლური მიზნებისთვის, გამოყოფდა აუთვისებელ ან თითქმის აუთვისებელ ტყის მონაკვეთებს, სადაც ტყის ექსპლუატაცია დიდ კაპიტალდაბანდებასთან იყო დაკავშირებული. გზების გაყვანაზე და ტყის ამ მონაკვეთის ათვისებაზე ზედმეტი დრო და ხარჯი მიდიოდა, რითაც აფერხებდა საქართველოს ტყის მეურნეობის განვითარებას. მიესაჯა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია. დახვრეტის თარიღი: 12/11/1937 |
აღწერილობა: | ფოტოს გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია |
მფლობელი: | ქეთევან ნადარეიშვილი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Ketevan_Nadareishvili31.jpg | რექტო | 908.41 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
Ketevan_Nadareishvili32.jpg | ვერსო | 1.1 MB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება