ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/86937
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.date.accessioned2015-03-27T11:25:05Z-
dc.date.available2015-03-27T11:25:05Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/86937-
dc.descriptionფოტოს გადაღების თარიღი უცნობიაen_US
dc.description.abstractლევან ყანჩაველი – ტანმოვარჯიშე. მეიფარიანი აკაკი – ფარიკაობა (რაპირა, დაშნა), მწვრთნელი. თავიდან ტანვარჯიშს მისდევდა, შემდეგ კი, 27 წლის ასაკში, საქართველოში ფარიკაობის ერთ-ერთ ფუძემდებელთან ლევ გოლოვნიასთან დაიწყო ვარჯიში. სულ მოკლე ხანში სსრკ მოფარიკავეთა ნაკრებში შეიყვანეს. XVI ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1952, ჰელსინკი). მომდევნო, XVII თამაშებისთვის (1956, მელბურნი) უკვე სსრკ თანამედროვე ხუთჭიდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო. ამ ოლიმპიადაზე გუნდი ფარიკაობაში იმდენად კარგად გამოვიდა, რომ საბჭოთა სპორტის ხელმძღვანელებმა აკაკი მეიფარიანს მელბურნშივე მიანიჭეს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1956-69), საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის ფარიკაობის კათედრის გამგე (1969-74). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. რცხილაძე გიორგი (გულო) – სსრკ სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1932,33, 34), სსრკ ნაკრების ლიდერი 1930-იან წლებში. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1953-68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. 1972 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ტანვარჯიშის სპეციალიზებულ სპორტულ სკოლას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონშიen_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectყანჩაველი, ლევანen_US
dc.subjectმეიფარიანი, აკაკი (1918-1995)en_US
dc.subjectრცხილაძე, გიორგი (გულო) (1909-1968)en_US
dc.subjectტანვარჯიშიen_US
dc.titleლევან ყანჩაველი, აკაკი (კოკა) მეიფარიანი, გიორგი (გულო) რცხილაძეen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderქართული სპორტის მუზეუმიen_US
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Tanvarjishi23.jpg202.01 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება