ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/86937
სათაური: ლევან ყანჩაველი, აკაკი (კოკა) მეიფარიანი, გიორგი (გულო) რცხილაძე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ყანჩაველი, ლევან
მეიფარიანი, აკაკი (1918-1995)
რცხილაძე, გიორგი (გულო) (1909-1968)
ტანვარჯიში
რეზიუმე: ლევან ყანჩაველი – ტანმოვარჯიშე. მეიფარიანი აკაკი – ფარიკაობა (რაპირა, დაშნა), მწვრთნელი. თავიდან ტანვარჯიშს მისდევდა, შემდეგ კი, 27 წლის ასაკში, საქართველოში ფარიკაობის ერთ-ერთ ფუძემდებელთან ლევ გოლოვნიასთან დაიწყო ვარჯიში. სულ მოკლე ხანში სსრკ მოფარიკავეთა ნაკრებში შეიყვანეს. XVI ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1952, ჰელსინკი). მომდევნო, XVII თამაშებისთვის (1956, მელბურნი) უკვე სსრკ თანამედროვე ხუთჭიდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო. ამ ოლიმპიადაზე გუნდი ფარიკაობაში იმდენად კარგად გამოვიდა, რომ საბჭოთა სპორტის ხელმძღვანელებმა აკაკი მეიფარიანს მელბურნშივე მიანიჭეს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1956-69), საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის ფარიკაობის კათედრის გამგე (1969-74). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. რცხილაძე გიორგი (გულო) – სსრკ სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1932,33, 34), სსრკ ნაკრების ლიდერი 1930-იან წლებში. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1953-68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. 1972 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ტანვარჯიშის სპეციალიზებულ სპორტულ სკოლას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ქართული სპორტის მუზეუმი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Tanvarjishi23.jpg202.01 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება