ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/87554
სათაური: | ყურბან-ბაირამის დღესასწაული |
საკვანძო სიტყვები: | ყურბან-ბაირამის დღესასწაული ცხვრის შეწირვა ჯგუფური ფოტო |
რეზიუმე: | ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული ისლამური მთვარის კალენდრით მეთორმეტე თვის მე-10-დან მე-13 დღის ჩათვლით აღინიშნება. მუსულმანთა დღესასწაული ეძღვნება ღმერთისადმი ერთგულების გამო წინასწარმეტყველ - იბრაჰიმის მიერ საკუთარი შვილის - ისმაილის მსხვერპლად მიტანას. მუსლიმთა წმინდა წიგნი გვიამბობს, რომ იბრაჰიმს ძილში ანგელოზი ჯაბრაილი მოევლინა და ალაჰის სურვილი გადასცა. მას უზენაესისთვის საკუთარი პირმშო უნდა შეეწირა. იბრაჰიმი დამორჩილდა ღვთის ნებას, გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც დღეს მექა დგას და რიტუალის აღსასრულებლად სამზადისს შეუდგა. როდესაც ალაჰმა დაინახა, რომ იბრაჰიმი მზად იყო მსხვერპლად გაეღო ერთადერთი შვილი – კრავი მოავლინა და ისმაილის ნაცვლად სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა წინასწარმეტყველს – ნიშნად იმისა, რომ იბრაჰიმმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. დღესასწაული იწყება გარიჟრაჟზე, როდესაც მორწმუნეები დილის ლოცვაზე მიდიან. ამ დღეს ყველა ცდილობს ახალ ტანსაცმელში იყოს გამოწყობილი. ლოცვის შემდეგ იწყება მსხვერპლშეწირვა - ცხვრების, ძროხებისა და აქლემების. ყურბან-ბაირამის დღესასწაულს უკავშირდება ნათესავთა სასაფლაოებზე ტკბილეულისა და ჰალვის გატანის ტრადიციაც |
აღწერილობა: | გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | ხათუნა ტაკიძე |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Xatuna_Takidze-007.jpg | რექტო | 184.65 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
Xatuna_Takidze-008.jpg | ვერსო | 164.39 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება