ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/88298
სათაური: ხულოს ბიბლიოთეკის არქივიდან
საკვანძო სიტყვები: ბახმარო
ჯგუფური ფოტო
გამოცემის თარიღი: 1971
რეზიუმე: ბახმარო - მეტად თავისებური, უნიკალური კურორტია. ის მდებარეობს გურიის რეგიონის ერთ-ერთ თვალწარმტაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა- გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. რკინიგზის უახლოესი სადგურია საჯავახო (20კმ). ჩოხატაურის ცენტრიდან ბახმარო დაშორებულია 52 კილომეტრით. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება. 20 საუკუნის დასაწყისიდან სათავეს იღებს კურორტ ბახმაროში, სეზონის დასრულების აღსანიშნავი ტრადიციული დოღი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ცხენოსნები. ამ დროს კურორტ ბახმაროში თავს იყრიან როგორც ადგილობრივი დამსვენებლები, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები, რომელთა საერთო რაოდენობა ზოგჯერ 10 000 აღემატება. ხდება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ გურული სამზარეულო. ღონისძიების ბოლოს კი იმართება დასკვნითი კონცერტი
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ბახმაროში 1971 წელს
მფლობელი: ხულოს ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Xulos_Biblioteka-011.jpg205.71 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება