ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/91098
სათაური: ივანე თუმანიშვილი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
თუმანიშვილი, ივანე ალფონსის ძე (1884-1937)
რეზიუმე: ივანე თუმანიშვილი - იურისტი და დიპლომატი, ქართველ თავადაზნაურთა კათოლიკური ოჯახის წარმომადგენელი იყო. XX საუკუნის ოციან წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის დიპლომატიური განყოფილების გამგედ. ასევე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა აჭარის რეგიონის სოფ. მახუნცეთში, სადაც მუშაობდა აჭარისწყლის ჰესის სამმართველოს მდივნად. 1937 წლის 26 თებერვალს ე.წ. ფაშისტური აგიტაციის ბრალდების საფუძველზე დაპატიმრებულ იქნა ქ. ბათუმში, ხოლო 1937 წლის 17 სექტემბერს მიესაჯა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იმავე დღეს იქნა მოყვანილი საქართველოს საბჭოთა სოც. რესპუბლიკის სამხედრო კოლეგიის მიერ. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: მაია გუგუნავა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Ivane_Tumanishvili_Marta_Vachnadzis_Qmari-15.jpg137.6 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება