Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/91107
Title: | ივანე და მიხეილ თუმანიშვილები დედასთან ერთად |
Keywords: | ჯგუფური თუმანიშვილი, ივანე ალფონსის ძე (1884-1937) თუმანიშვილი, მიხეილ ალფონსის ძე ზუბალაშვილი, ვერონიკა |
Abstract: | ივანე თუმანიშვილი - იურისტი და დიპლომატი, ქართველ თავადაზნაურთა კათოლიკური ოჯახის წარმომადგენელი იყო. XX საუკუნის ოციან წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის დიპლომატიური განყოფილების გამგედ. ასევე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა აჭარის რეგიონის სოფ. მახუნცეთში, სადაც მუშაობდა აჭარისწყლის ჰესის სამმართველოს მდივნად. 1937 წლის 26 თებერვალს ე.წ. ფაშისტური აგიტაციის ბრალდების საფუძველზე დაპატიმრებულ იქნა ქ. ბათუმში, ხოლო 1937 წლის 17 სექტემბერს მიესაჯა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იმავე დღეს იქნა მოყვანილი საქართველოს საბჭოთა სოც. რესპუბლიკის სამხედრო კოლეგიის მიერ. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია. მიხეილ თუმანიშვილი - ადრეულ ასაკში, ჭლექის დაავადებით გარდაიცვალა. ვერონიკა ზუბალაშვილი - თბილისის სტეფანე ზუბალაშვილის სახელობის ბავშთა საავადმყოფოს (ე.წ."არამიანცი") დამაარსებელთა შთამომავალი. |
Description: | მარცხნიდან: მიხეილ თუმანიშვილი, ივანე თუმანიშვილი. წინა პლანზე: ვერონიკა ზუბალაშვილი. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
Owner: | მაია გუგუნავა |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Ivane_Tumanishvili (1884-1937)_Tavis_Dzma_Mixeiltan_Ertad_Da_Deda Veronika_ZubalaSvilTan_Ertad-16.jpg | 134.06 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.