ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/91107
სათაური: | ივანე და მიხეილ თუმანიშვილები დედასთან ერთად |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური თუმანიშვილი, ივანე ალფონსის ძე (1884-1937) თუმანიშვილი, მიხეილ ალფონსის ძე ზუბალაშვილი, ვერონიკა |
რეზიუმე: | ივანე თუმანიშვილი - იურისტი და დიპლომატი, ქართველ თავადაზნაურთა კათოლიკური ოჯახის წარმომადგენელი იყო. XX საუკუნის ოციან წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის დიპლომატიური განყოფილების გამგედ. ასევე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა აჭარის რეგიონის სოფ. მახუნცეთში, სადაც მუშაობდა აჭარისწყლის ჰესის სამმართველოს მდივნად. 1937 წლის 26 თებერვალს ე.წ. ფაშისტური აგიტაციის ბრალდების საფუძველზე დაპატიმრებულ იქნა ქ. ბათუმში, ხოლო 1937 წლის 17 სექტემბერს მიესაჯა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იმავე დღეს იქნა მოყვანილი საქართველოს საბჭოთა სოც. რესპუბლიკის სამხედრო კოლეგიის მიერ. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია. მიხეილ თუმანიშვილი - ადრეულ ასაკში, ჭლექის დაავადებით გარდაიცვალა. ვერონიკა ზუბალაშვილი - თბილისის სტეფანე ზუბალაშვილის სახელობის ბავშთა საავადმყოფოს (ე.წ."არამიანცი") დამაარსებელთა შთამომავალი. |
აღწერილობა: | მარცხნიდან: მიხეილ თუმანიშვილი, ივანე თუმანიშვილი. წინა პლანზე: ვერონიკა ზუბალაშვილი. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | მაია გუგუნავა |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Ivane_Tumanishvili (1884-1937)_Tavis_Dzma_Mixeiltan_Ertad_Da_Deda Veronika_ZubalaSvilTan_Ertad-16.jpg | 134.06 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება