ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/9282
სათაური: ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი შვილებთან ერთად ახალგორის სასახლეში
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე (1866-1929)
ერისთავი, თამარ ნიკოლოზის ასული (1872-1952)
ერისთავი, შალვა ნიკოლოზის ძე (1897-1921)
ერისთავი, ნინო ნიკოლოზის ასული (1895-1928)
ახალგორი
გამოცემის თარიღი: 1916
რეზიუმე: ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი - ქსნის ერისთავთა რეზიდენციის ბოლო მეკვიდრე. ცნობილი დეკლამატორი, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებსაც კარგად კითხულობდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, კოლა ერისთავი ახლომეგობრულ ურთიერთობაში იყო ილიასთან და მუდმივი სტუმარი ყოფილა საგურამოში ილიაობის აღსანიშნავად გამართული ტრადიციული წვეულებებისა, რომელზეც, მწერლის პატივსაცემად, ქართული ინტელიგენციის რჩეული წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. ლხინს თან სდევდა “სიტყვა თამაში, სიტყვები, ექსპრომტები, მოსწრებულიუ ლაპარაკი და ბოლოს კოლა ერისთავისაგან წარმოთქმული მშვენიერ კილოზე ჩვენი პოეტების ლექსები, ილიას და აკაკის პოემები”(ს.მგალობლიშვილი, მოგონებები, თბ.1938. გვ.168). კოლა ერისთავი ერთი პერიოდი მსახურობდა ქიზიყის მხარეში, იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ხშირად მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს ახალგორის ერისთავთა სასახლეში.
აღწერილობა: მარცხნიდან: თამარ, შალვა, ნინა ერისთავი. ზის ნიკოლოზ ერისთავი
მფლობელი: თამარ აშხაცავა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Axalgori 1916.jpg152.26 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება