ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/94189
სათაური: | საქართველოს ნაკრები ტანვარჯიშში |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო ეგნატაშვილი, გიორგი (1885-1962) მეიფარიანი, აკაკი (კოკა) (1918-1995) ბაბილოძე, გიორგი იოსების ძე (1911-1990) ჯორჯაძე, შ. ზაალიშვილი, კ. |
რეზიუმე: | გიორგი ეგნატაშვილი - ტანმოვარჯიშე, პედაგოგი და მოღვაწე, ქართული ტანვარჯიშული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მეიფარიანი აკაკი – ფარიკაობა (რაპირა, დაშნა), მწვრთნელი. თავიდან ტანვარჯიშს მისდევდა, შემდეგ კი, 27 წლის ასაკში, საქართველოში ფარიკაობის ერთ-ერთ ფუძემდებელთან ლევ გოლოვნიასთან დაიწყო ვარჯიში. სულ მოკლე ხანში სსრკ მოფარიკავეთა ნაკრებში შეიყვანეს. XVI ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1952, ჰელსინკი). მომდევნო, XVII თამაშებისთვის (1956, მელბურნი) უკვე სსრკ თანამედროვე ხუთჭიდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო. ამ ოლიმპიადაზე გუნდი ფარიკაობაში იმდენად კარგად გამოვიდა, რომ საბჭოთა სპორტის ხელმძღვანელებმა აკაკი მეიფარიანს მელბურნშივე მიანიჭეს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1956-69), საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის ფარიკაობის კათედრის გამგე (1969-74). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. გიორგი ბაბილოძე ― სპორტსმენი-ტანმოვარჯიშე. გაიოზ ბერელაშვილი – ტანმოვარჯიშე, სპორტის მოღვაწე. გამოდიოდა თბილისის “სოკოლის” სახელით, 1912 წელს მონაწილეობდა პრაღის მეექვსე საერთაშორისო შეკრებაში. იყო მოსკოვის II “სოკოლის” ვარჯიშთავი, თბილისის ტანვარჯიშული საზოგადოება “შევარდენის” ერთ-ერთი დამაარსებელი (1918). ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ კრებაზე აირჩიეს “შევარდენის” ვარჯიშთავის გიორგი ეგნატაშვილის პირველ შემწედ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შევარდნული მოძრაობის განვითარებაში |
აღწერილობა: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | ქართული სპორტის მუზეუმი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Tanvarjishi71.jpg | 228.2 kB | JPEG | ![]() ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება