ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/94612
სათაური: ჭავჭავაძეები
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ჭავჭავაძეები
ჭავჭავაძე, დავით ალექსანდრეს ძე (1817-1884)
შერვაშიძე, გიორგი მიხეილის ძე (1846-1918)
ჭაჭავაძე-ჯორჯაძე, ნინო დავითის ასული (1859-1936)
ნიკოლაი-შერვაშიძე, მაკა (მარიამ) ალექსანდრეს ასული
შერვაშიძე, გიორგი დიმიტრის ძე
რეზიუმე: დავით ჭავჭავაძე - თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1881); ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი. გიორგი შერვაშიძე - იურისტი, იყო თბილისის გუბერნატორი. (1889-1897) ჰქონდა კამერგერის წოდება და ნამდვილი ტიტულარული მრჩევლის ჩინი. 1899 წლიდან განაგებდა რუსეთის იმპერატრიცას კარს, იყო ობერ ჰოფმაისტერი. (1905-1913). გიორგი შერვაშიძე (ჩაჩბა), – თავადი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, თავადის მიხეილ შერვაშიძის (ხამუთ-ბეი) და თავადის ასულ ალექსანდრა (ცუცუ, კესარია) დადიანის ვაჟი, აფხაზი და ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე. 1880–1881 წლებში შერვაშიძე იყო მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სვიტის წევრი, 1887 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. მაკა (მარია) ნიკოლაი-შერვაშიძე - გიორგი შერვაშიძის მეუღლე. ნინო ჭავჭავაძე-ჯორჯაძე - რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ბებია.
აღწერილობა: მარცხნიდან სხედან: ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე, ალექსანდრე დავითის ძე ჭავჭავაძე, მარიამ ალექსანდრეს ასული ნიკოლაი-შერვაშიძისა (სოფიო ალექსანდრეს ასულ ჭავჭავაძის ქალიშვილი), დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე, მარიამ (კაკო) დავითის ასული ჭავჭავაძე _ ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძის მეუღლე, ელენე დავითის ასული ჭავჭავაძე _ ნიკოლოზ ალექსის ძე ას- ტაფიევის მეუღლე; დგანან: ვლადიმერ ივანეს ძე ბარანოვი, ნიკოლოზ ალექსის ძე ასტაფიევი, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე, თამარ დავითის ასული ჭავჭავაძე
მფლობელი: მერაბ კოკოჩაშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
chavchavadzeebi.jpg219.2 kBJPEGნახვა / გახსნა


საავტორო უფლება