ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/9712
სათაური: ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი მეუღლესთან, ანასტასია (ტასო) ციციშვილთან ერთად
ავტორები: ფილიპოვიჩი, გენრიკ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ერისთავები
ციციშვილები
ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე (1866-1929)
ციციშვილი, ანასტასია (ტასო) გიორგი ასული (1864-?)
გამოცემის თარიღი: 20-Feb-1888
რეზიუმე: ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი - ქსნის ერისთავთა რეზიდენციის ბოლო მეკვიდრე. ცნობილი დეკლამატორი, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებსაც კარგად კითხულობდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, კოლა ერისთავი ახლომეგობრულ ურთიერთობაში იყო ილიასთან და მუდმივი სტუმარი ყოფილა საგურამოში ილიაობის აღსანიშნავად გამართული ტრადიციული წვეულებებისა, რომელზეც, მწერლის პატივსაცემად, ქართული ინტელიგენციის რჩეული წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. ლხინს თან სდევდა “სიტყვა თამაში, სიტყვები, ექსპრომტები, მოსწრებულიუ ლაპარაკი და ბოლოს კოლა ერისთავისაგან წარმოთქმული მშვენიერ კილოზე ჩვენი პოეტების ლექსები, ილიას და აკაკის პოემები”(ს.მგალობლიშვილი, მოგონებები, თბ.1938. გვ.168). კოლა ერისთავი ერთი პერიოდი მსახურობდა ქიზიყის მხარეში, იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ხშირად მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს ახალგორის ერისთავთა სასახლეში.
აღწერილობა: მარცხნიდან: ნიკოლოზ (კოლია) ერისთავი, ტასო ციციშვილი
მფლობელი: თამარ აშხაცავა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Untitled-16_recto.jpgრექტო211.94 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Untitled-16_verso.jpgვერსო176.69 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება