Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97547
Title: | გრიგოლ რობაქიძე |
Authors: | სულაკაური, ზაალ |
Keywords: | კარიკატურა ქართველი კარიკატურისტები სულაკაური, ზაალ (1970) |
Description: | გრიგოლ რობაქიძე - (1882-1962) - ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გერმანიიდან დაბრუნებული მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. 1915 წელს მან და მისმა თანამოაზრეებმა დააფუძნეს „ცისფერყანწელები“. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918—1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა რომანებმა „გველის პერანგი“, „დემონი და მითოსი“, „ჩაკლული სული“, „გრაალის მცველნი“, „მეგი — ქართველი ასული“ და სხვა. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენიმეგზის გამოცემულმა მისმა კრებულმა „კავკასიური ნოველები“. რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. |
Appears in Collections: | კარიკატურა, შარჟი |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Grigol_Robakidze.jpg | 103.01 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.