ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97547
სათაური: | გრიგოლ რობაქიძე |
ავტორები: | სულაკაური, ზაალ |
საკვანძო სიტყვები: | კარიკატურა ქართველი კარიკატურისტები სულაკაური, ზაალ (1970) |
აღწერილობა: | გრიგოლ რობაქიძე - (1882-1962) - ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გერმანიიდან დაბრუნებული მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. 1915 წელს მან და მისმა თანამოაზრეებმა დააფუძნეს „ცისფერყანწელები“. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918—1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა რომანებმა „გველის პერანგი“, „დემონი და მითოსი“, „ჩაკლული სული“, „გრაალის მცველნი“, „მეგი — ქართველი ასული“ და სხვა. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენიმეგზის გამოცემულმა მისმა კრებულმა „კავკასიური ნოველები“. რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. |
შესულია კოლექციებში: | კარიკატურა, შარჟი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Grigol_Robakidze.jpg | 103.01 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება