ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97613
სათაური: ლადო ასათიანი
ავტორები: სულაკაური, ზაალ
საკვანძო სიტყვები: კარიკატურა
ქართველი კარიკატურისტები
სულაკაური, ზაალ (1970)
აღწერილობა: ლადო ასათიანი - (1917-1943) - პოეტი. დაიბადა ქუთაისში პედაგოგების ოჯახში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1938). იქ გაიცნო და დაუმეგობრდა პოეტ გიორგი ნაფეტვარიძეს. პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“. 1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა და პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. პოეტი 1943 წლის ივლისში გარდაიცვალა. 1968 წლის 24 აპრილს პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.
შესულია კოლექციებში:კარიკატურა, შარჟი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Lado_Asatiani.jpg57.64 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება