ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97661
სათაური: მირზა გელოვანი
ავტორები: სულაკაური, ზაალ
საკვანძო სიტყვები: კარიკატურა
ქართველი კარიკატურისტები
სულაკაური, ზაალ (1970)
აღწერილობა: მირზა გელოვანი - (1917-1944) - ქართველი პოეტი. მისი ლექსები 1935–იდან იბეჭდებოდა “ჩვენს თაობაში” და სხვა ჟურნალ–გაზეთებში. მირზას პირველი ლექსი “თეთრი მიწა” რაჟდენ გვეტაძემ დაბეჭდა თავის რომანში “ლაშაური საღამოები” (1935 წ.). 1936–39 ცხოვრობდა თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში არ შესულა, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა “ფედერაციაში”, “საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაში. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები. 1939 წლის ნოემბერში წითელ არმიაში გაიწვიეს. „მე შენი თმები დამაბრუნებენ“- ასე წერდა ომიდან მირზა თავის უმშვენიერეს მუზას, ნინო ახვლედიანს. მირზა ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას 1944 წელს მოკლეს, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს. მირზა გელოვანი მხოლოდ 27 წლის იყო.
შესულია კოლექციებში:კარიკატურა, შარჟი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Mirza_Gelovani.jpg97.6 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება