ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/98088
სათაური: გოგია კენკიშვილი და ხარება ჯიბუტი თანამებრძოლებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ჯიბუტია, ხარება სიმონის ძე (?-1937)
კენკიშვილი, გოგია (?-1937)
ტყის ძმები
რაზმი
თოფი
ფალასკა
პატრონტაჟი
რეზიუმე: გოგია კენკიშვილი - დაიბადა თელავის ახლოს სოფელ გულგულაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სოფლის ერთი "ტლუ" ბიჭი ყოფილა, წერა- კითხვის უცოდინარი ბავშვობა და სიჭაბუკე მეძროხედ გაუტარებია. რაღაცაზე ცილი დასწამეს და დააპატიმრეს, მაგრამ 1906 წელს გამოიქცა ციხიდან და შეუერთდა რაზმელებს. გოგია ბოლომდე დარჩა რიგით რაზმელად, მაგრამ დიდი სახელი დატოვა. ხარება სიმონის ძე ჯიბუტი - ზედმეტსახელად "ლეკი" თუში იყო. დაიბადა სოფელ ართანაში. არსებობს გადმოცემა, რომ მისი წინაპარი გურიიდან გადმოსულა კახეთში. მას არავითარი განათლება არ ჰქონია, მაგრამ წერა კითხვა კარგად სცოდნია. ყრმობა და სიჭაბუკე მწყემსობაში გაუტარებია. 1905 წელს გაუცნია თელავის მაზრაში ცნობილი რევოლუციონერ-ტერორისტი აქვსენტი სიდამონიძე და მისი მეშვეობით დაკავშირებია არალეგალურ წრეებს. სიდამონიძის დავალებით ხარება ხშირად ჩამოდიოდა თბილისში პარტიული დავალებების შესასრულებლად. ტყის ძმები - არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია.პირველ რიგში მარცხნიდან: მეორე - ხარება ჯიბუტი, მესამე - გოგია კენკიშვილი
მფლობელი: ქეთი იოსებაშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Xareba_Da_Gogia(6).jpg327.88 kBJPEGნახვა / გახსნა


საავტორო უფლება