ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/9876
სათაური: ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი სამხედროთა ჯგუფთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ერისთავები
ქსნის ერისთავები
ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე (1866-1929)
ეროვნული სამოსი
რეზიუმე: ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი - ქსნის ერისთავთა რეზიდენციის ბოლო მეკვიდრე. ცნობილი დეკლამატორი, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებსაც კარგად კითხულობდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, კოლა ერისთავი ახლომეგობრულ ურთიერთობაში იყო ილიასთან და მუდმივი სტუმარი ყოფილა საგურამოში ილიაობის აღსანიშნავად გამართული ტრადიციული წვეულებებისა, რომელზეც, მწერლის პატივსაცემად, ქართული ინტელიგენციის რჩეული წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. ლხინს თან სდევდა “სიტყვა თამაში, სიტყვები, ექსპრომტები, მოსწრებულიუ ლაპარაკი და ბოლოს კოლა ერისთავისაგან წარმოთქმული მშვენიერ კილოზე ჩვენი პოეტების ლექსები, ილიას და აკაკის პოემები”(ს.მგალობლიშვილი, მოგონებები, თბ.1938. გვ.168). კოლა ერისთავი ერთი პერიოდი მსახურობდა ქიზიყის მხარეში, იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ხშირად მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს ახალგორის ერისთავთა სასახლეში.
აღწერილობა: მარცხნიდან პირველ რიგში წამოწოლილია ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი. გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: თამარ აშხაცავა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Eristavi_Nikoloz.jpg318.42 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება