ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/98966
სათაური: ალექსანდრე რუხაძე შვილთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
რუხაძე, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (1910-1990)
რუხაძე, რასტისლავ (სლავა)ალექასნდრეს ძე (1937-)
ოდესა
მეზღვაური
კაპიტანი
რეზიუმე: 1937 წ. დაამთავრა ქ. გორკის ინდუსტრიული ინსტიტუტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 1972 წ. გახდა სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია ორდენებით “წითელი ვარსკვლავის” (орден Красной Звезды) (1944 წ.), “Знак Почета” (1941, 1947 წწ.) და მედლებით. 1930 წლიდან მუშაობდა ქ. გორკის საავტომობილო ქარხანაში; 1943-1944 წწ. ქ. ვლადიმირის სატრაქტორო ქარხანაში მთავარ ინჟინრად. 1944-1950 წწ. მუშაობდა ქ. ოდესის “წითელი პროფინტერნის” ქარხნის დირექტორად და ავტოამკრები ქარხნის დირექტორად. 1950-1958 წწ. - ურალის საავტომობილო ქარხნის დირექტორი. 1958 წლიდან ჩელიაბინსკის სოვნარხოზის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; თავდაცვითი მრეწველობის დარგში სოვნარხოზის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1966 წლიდან სსრკ-ს საავტომობილო მრეწველობის მინისტრის მოადგილე. რასტისლავ (სლავა) რუხაძე -სსრკ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ფლოტის პირველი რანგის კაპიტანი. 1959 წელს წარჩინებით დაამთავრა ნახიმოვის სახ. შავი ზღვის უმაღლესი სამხედრო საზღვაო სასწავლებელი, ხოლო 1971 წ. - სამხედრო-საზღვაო აკადემია. ფლოტის რაკეტების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპაციალისტი სამხედრო-საზღვაო ფლოტში, მრეწველობასა და სამეცნიერო წრეებში. იგი იყო წყალქვეშა სტარტის მქონე ბალისტიკური რაკეტების ყველა სტრატეგიული საზღვაო სარაკეტო კომპლექსების შემუშავებისა და გამოცდის უშუალო და აქტიური მონაწილე. უნიკალური ექსპერიმენტის, რაკეტების სრული საბრძოლო კომპლექტის სტარტის, ერთერთი შემმუშავებელი, ორგანიზატორი და მონაწილე. დაჯილდოვებულია 4 ორდენით და 10 მედლით, არის აკადემიკოს მაკეევის პრემიის ლაურეატი, ასევე, დაჯილდოვებულია აკადემიკოსების კოროლიოვის, კელდიშის, მაკეევის, ჩელომეის, სემიხატოვის სახელობის მედლებით.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ოდესაში
მფლობელი: ირინა რუხაძე
ელზა გურგენიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Elza_Gurgenidze_ (13).jpg374.51 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება