ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/129094
სათაური: მიხეილ თამარაშვილი
ავტორები: ფელიჩი, ჯუზეპე
Felici, Giuseppe
საკვანძო სიტყვები: თამარაშვილი, მიხეილ პეტრეს ძე (1858-1911)
თეოლოგი
პროფესორი
მეცნიერი
აბატი
კათოლიკე
რეზიუმე: მიხეილ თამარაშვილი (ერისკაცობაში ალექსანდრე პეტრეს ძე თამარაშვილი, იტალიაში ცნობილი იყო, როგორც მიქელ თამარათი) - ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი. ავტორი ნაშრომისა -"საქართველოს ეკლესიის ისტორია", რომელმაც დიდი გამოხმაურება პოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში. ამ გამოცემებს ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა და დღემდე წარმოადგენს სამაგიდო წიგნებს მკვლევართათვის. მიხეილ თამარაშვილმა აღმოაჩინა კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი სიცილიაში. აგრეთვე დიდი წვლილი მიუძღვის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. მან ერთ-ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას. დაიღუპა ტრაგიკულად სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას, 53 წლის ასაკში. 1978 წელს გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი ნაშრომების დიდი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია იტალიაში, რომში. გადაღების დრო უცნობია
მფლობელი: ნოდარ ხითარიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Mixeil_Tamarashvili_052.jpgრექტო162.06 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Mixeil_Tamarashvili_053.jpgვერსო267.31 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება