ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/13949
სათაური: სანდრო კავსაძე, ვ. უზნაძე და კ. რევაზიშვილი ხალხური სიმგერის გუნდთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
გუნდი
ხალხური სიმღერა
კავსაძე, ალექსანდრე (სანდრო) გრიგოლის ძე (1874-1939)
რევაზიშვილი, კ.
უზნაძე, ვ.
გამოცემის თარიღი: 1911
რეზიუმე: კავსაძე სანდრო გრიგოლის ძე - ლოტბარი, მომღერალი. სიმღერა მამამ შეასწავლა, გორის სასულიერო სასწავლებელში კი სიმონ გოგლიჩიძესთან დაოსტატდა: ლოტბარმა სანდრო სასწავლებლის გუნდში თავის მოადგილედაც დანიშნა. ამავე გუნდში მღეროდა სოსო ჯუღაშვილიც (იოსებ სტალინი). თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი, ლადო აღნიაშვილის გუნდის სოლისტად მიიწვიეს; უკვე 1893 წელს 19 წლის სანდრომ ხოლო 1896 წელს სანდრო კავსაძემ უკვე თბილისში ჩამოაყალიბა გუნდი. პარალელურად, ილია წინამძღვრიშვილს - ცნობილ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძის მეგობარს, წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლის დამაარსებელს - სანდრო კავსაძე აქ სიმღერა-გალობის მასწავლებლად მიუწვევია. დიდ ილიას, თურმე, განსაკუთრებით მოსწონდა სანდროს შესრულებული "ურმული" და "ოროველა". 1897 წელს ფოთის ქალაქის თავმა, დიდმა საზოგადო მოღვაწემ და პულიცისტმა ნიკო ნიკოლაძემ, სოფრომ მგალობლიშვილის რჩევით, სანდრო ფოთში გამოიძახა და მას სახელდახელოდ გუნდის შექმნა სთხოვა. 900-იან წლებში სანდრო სონია ციციშვილზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლე ადრე გარდაეცვალა და მარტომ გაზარდა სამი შვილი - გიგუშა, დათაშკა და რიტა (მარგარიტა). 1911 წელს სანდრო კავსაძემ თავისი გუნდი ძმისწულს, მოსკოვიდან ახლად დაბრუნებულ მიხეილ კავსაძეს გადასცა, თავად კი სამუშაოდ ჭიათურაში გადავიდა. ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროელთა გუნდების გარდა, სანდრო გუნდებს აყალიბებს საჩხერეში, ზესტაფონსა და ქუთაისში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1935 წელს სანდრო იმერეთიდან თბილისში გადმოიყვანეს და დეკადისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის შექმნა-მომზადება დაავალეს. მოადგილედ უმცროსი ვაჟი დათაშკა დაუნიშნეს. ქორეოგრაფიულ ნაწილს ილიკო სუხიშვილი უძღვებოდა. თბილისში დაბრუნებული სანდრო კავსაძის გუნდი მალე საგასტროლოდ ლენინგრადში მიიწვიეს. ამ პერიოდში გუნდმა ოცზე მეტი სიმღერა ჩაწერა. მალე სანდრო მძილედ დასნეულდა და 1939 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე, ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.
აღწერილობა: მარცხნიდან მარჯვნივ: კ. რევაზიშვილი. ზის: სანდრო კავსაძე და ვ. უზნაძე
მფლობელი: კახი კავსაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
kaxi kavsadze_002_recto.jpgრექტო266.6 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
kaxi kavsadze_003_recto.jpgვერსო160.93 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება