ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/152122
სათაური: ქართველი მოჭიდავეები, მწვრთნელები და ჟურნალისტები
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ბალავაძე, ვახტანგ (1927)
ცალქალამანიძე, მირიან (1927-2000)
დიმოვი, იან
კარტოზია, გივი ალექსანდრეს ძე (1929-1998)
ციმაკურიძე, დავით (1925)
რურუა, რომან (1942)
ბლაგიძე, ვახტანგ (1954)
ხაბარელი, შოთა (1958)
ჩოჩიშვილი, შოთა (1950-2009)
თედიაშვილი, ლევან (1948)
ჭიდაობა
სამბო
რეზიუმე: ვახტანგ ბალავაძე - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, სამბოში სსრკ ჩემპიონი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, უმაღლესი კატეგორიის მსაჯი, ფილა-ს ორდენის კავალერი. მირიან ცალქალამანიძე - თავისუფალი სტილში მოჭიდავე (52 კგ), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე და მესამე პრიზიორი, მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. იან დიმოვი - უკრაინელი ჟურნალისტი. გივი კარტოზია - საქართველოს სახელოვანი მეღვინე-სპორტსმენი, მოჭიდავე(ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (79 კგ). დავით ციმაკურიძე - მოჭიდავე თავისუფალი სტილით (79 კგ), პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, სსრკ შვიდგზის ჩემპიონი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ფილას ორდენის კავალერი. რომან რურუა - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (63, 68 კგ), მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, სსრკ სამგზის ჩემპიონი, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სსრკ ნაკრების მწვრთნელი. ვახტანგ ბლაგიძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (52 კგ). XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. შოთა ხაბარელი - ძიუდოში (78 კგ) XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. შოთა ჩოჩიშვილი - ძიუდოისტი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში. ლევან თედიაშვილი — ქართველი მოჭიდავე, ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონი. ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში.
აღწერილობა: მარცხნიდან სხედან: ვახტანგ ბალავაძე, მირიან ცალქალამანიძე, იან დიმოვი, გივი კარტოზია, დავით ციმაკურიძე, რომან რურუა. მარცხნიდან დგანან: ვახტანგ ბლაგიძე, შოთა ხაბარელი, შოთა ჩოჩიშვილი და ლევან თედიაშვილი
მფლობელი: გაბრიელ ბარჯაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Gabriel_B arjadze-09.jpg211.85 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება