ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/173384
სათაური: ილია (ივერიკო) ტყეშელაშვილი
საკვანძო სიტყვები: ტყეშელაშვილი, ილია (ივერიკო) სიმონის ძე (1899-1986)
ქუთაისი
აგრონომი
რეზიუმე: ილია ტყეშელაშვილი - აგრონომი, მეაბრეშუმე. დაიბადა სოფელ ბზვარში, ყოფილი ქუთაისის მაზრა, ამჟამად ვანის რაიონი. 1921 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია. იმავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1926 წელს. 1926-1927 წწ. მუშაობს დიდი ჯიხაიშის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორის მოადგილედ. 1927 წლის მარტიდან დაინიშნა ქუთაისის საგრენაჟო ქარხანაში აგრონომ ინსტრუქტორად. 1933-1938 წწ. ქუთაისის მეაბრეშუმეობის ზონალურ სადგურში, სამეცნიერო ნაწილის დირექტორად. 1927-1937 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის აბრეშუმის სამოსწავლო კომბონატში, ქუთაისი სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში და მიწვევით კითხულობდა ლექციებს თბილის სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაჯილდოებულია საპატიო ნიშნებით და ორდენებით
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ქუთაისში. გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: მაგდა ტყეშელაშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Iveriko_Qutaisi.jpg879.33 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება