ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/188717
სათაური: სეიდაბადის კედლის ნანგრევები
საკვანძო სიტყვები: ნანგრევები
სეიდაბადი
რეზიუმე: სეიდაბადი — თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მდინარე მტკვრის დინების მარჯვნივ, კრწანისის ველსა და თაბორის მთას შორის (ახლანდელი კიროვის სახელობის რაიონის ტერიტორიაა). სახელი ეწოდა XVII საუკუნის 30-იან წლებში აქ დასახლებული სპარსული ტომის სეიდების მიხედვით (სეიდ-აბად, ე. ი. სეიდების დასახლება). სეიდაბადი ძირითადად სასოფლო-სამეურნე რეგიონი იყო. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზა, ე. წ. განჯის გზა, რომელიც თბილისის აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთთან აკავშირებდა.XVIII—XIX საუკუნეების მიჯნაზე სეიდაბადს ხარფუხი ეწოდა (ახლანდელი გოგირდოვანი წყლების აბანოების რაიონი). შემორჩენილია ქალაქის ზღუდის ნაშთი — ე. წ. განჯისკარი, რომლის მიდამოებში 1948—1949 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა აქ IX—XIII საუკუნეებში მეთუნეთა უბნის არსებობა.
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
seidabadis qalaqis kedlis nangrevebi XIX saukunis dasasruli.jpg528 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება