ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/211155
სათაური: ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილეს აღნიშვნა მთაწმინდის პანთეონში
ავტორები: წიკლაური, თამარ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი (1929)
გუდიაშვილი, ლადო (1896 - 1980)
120 წლის იუბილე
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „მამულიშვილთა გახსენება“
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ანსამბლი ,,მირანგულა"
ზეიკიძე, გოჩა
კვითანავა, ნოდარ
შინდაგორიძე, ქეთევან
ჭოხონელიძე, თამრიკო
სოხაძე, ირმა
ნემსაძე, ნინი
ადამია, რეზო
კობაძე, ბონდო
გაფრინდაშვილი, ნონა
თოდუა, გრიგოლ
გამოცემის თარიღი: 17-Jun-2016
რეზიუმე: ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი - მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1950), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1966), სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1970), პროფესორი
აღწერილობა: მთაწმინდის პანთეონში ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვარის ლადო გუდიაშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „მამულიშვილთა გახსენების“ ინიციატივითა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. მისულმა სტუმრებმა და ოფიციალური უწყების წარმომადგენლებმა სახალხო მხატვრის საფლავი გვირგვინით შეამკეს. მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიის წინამძღვარმა მისი ხსოვნის უკვდავყოფად პარაკლისი აღავლინა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „მამულიშვილთა გახსენების“ პრეზიდენტმა ბონდო კობაძემ, სახელმწიფოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს, აკადემიკოს გრიგოლ თოდუას, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს გოჩა ზეიკიძეს, პროფესორი ნოდარ კვითანავას, ანსამბლ ,,მირანგულას" სამხატვრო ხელმძღვანელს ქეთევან შინდაგორიძეს, საპატიო სიგელები და მხატვრის სახელობის ღვინო გადასცა. შესრულდა ფოლკლორული ნომრები, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მომღერლებმა თამრიკო ჭოხონელიძემ, ირმა სოხაძემ ნინი ნემსაძემ. ღონისძიება მიჰყავდა, დამსახურებულ მხატვარს, რეზო ადამიას. იუბილეს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, დუშეთის მუნიციპალიტეტის, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის - ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Mirian_XositaSvili_Lado_Gudiashvilis_Iubileze (18).JPG286.27 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება