ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/228454
სათაური: ჟელიუ ჟელევი და ალექსანდრე ჯავახიშვილი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ჟელიუ, ჟელევი
ბულგარეთი
Breeze-1994
ჯავახიშვილი, ალექსანდრე დავითის ძე (1932)
ჟელიუ ჟელევი (1935 - 2015)
კონტრადმირალი
გამოცემის თარიღი: 29-Jul-1994
რეზიუმე: ჟელიუ ჟელევი - ბულგარელი ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი. ბულგარეთის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი (1990-1997 წწ.); ალექსანდრე ჯავახიშვილი - საბჭოთა სამხედრო - საზღვაო ფლოტის პირველი რანგის კაპიტანი, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი (1993-1997), კონტრადმირალი, დაჯილდოებულია 2 ორდენით, 11 მედლითა და ორი სამკერდე ნიშნით. 1972 წლის 17 იანვარს ალექსანდრე ჯავახიშვილის მეთაურობით ატომურმა წყალქვეშა კრეისერმა K-415 დატოვა ჩრდილოეთში გაჯიევოს სამხედრო-საზღვაო ბაზა, გადაცურა ბარენცისა და ნორვეგიის ზღვები, გადაკვეთა ატლანტის ოკეანე, გაიარა დრეიკის სრუტე და 31 მარტს წყნარ ოკეანეში კამჩატკაზე ქალაქ ვილიუჩინსკის მახლობლად მდებარე რიბაჩის სამხედრო-საზღვაო ბაზაში შევიდა. მთელი ამ ხნის მანძილზე K-415 საბრძოლო სამსახურს ბირთვულქობინიანი 16 ბალისტიკური რაკეტით აწარმოებდა და უზრუნველყოფის გემების გარეშე წყალქვეშა მდგომარეობაში იმყოფებოდა.
აღწერილობა: ბულგარეთში ჩატარდა საერთაშიროსო სწავლება Breeze-1994, სადაც საქართველო დამკვირებლის სტატუსით 1-ლი რანგის კაპიტანმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა წარმოადგინა. ფოტოზე ალექსანდრე ჯავახიშვილი მიესალმება ბულგარეთის პრეზიდენტს ჟელიუ ჟელევს.
მფლობელი: თეიმურაზ ჩაჩანიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Temur_Chachanidze_76.jpg185.49 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება