ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/282
სათაური: ჰაიდარ აბაშიძე
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
აბაშიძე, ჰაიდარ ალის ძე (1893-1965)
რეზიუმე: ჰაიდარ აბაშიძე - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი. სანჯაყ–ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905–08 სწავლობდა ოსმალეთში. შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913–იდან მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ; ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებს, მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1916 აჭარიდან გაასახლეს. 1918–20 იყო "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" აქტიური წევრი. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას. წყარო: ქსე, ტ. 1, თბილისი, 1975
აღწერილობა: კაბინეტური პორტრეტი ევროპულ სამოსელში. ვერსოზე გამოსახულია ფოტოატელიეს ემბლემა კონკრეტული მონაცემების გარეშე.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
abashidze heidari. b.+.jpgრექტო194.07 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
roseB.jpgვერსო364.73 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება