ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/311800
სათაური: ანზორ ხერხაძის 80 წლის საიუბილეო საღამო
სხვა სათაური: ანზორ ხერხაძე - 80
ავტორები: ღაჭავა, გელა
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ხერხაძე, ანზორ (1937-2019)
სიხარულიძე, გიორგი
მურღულია, შოთა ლევანის ძე (1979)
ჭიჭინაძე, გივი (1959)
გიორგაძე, მიხეილ (1967)
სოსელია, აბელ (1983)
ნემსიწვერიძე, გოჩა (1965)
გოგოლაშვილი, სულხან (1965)
სამანიშვილი, მარიკა (1958)
ვაშაკიძე, ლამარა (1933)
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
საიუბილეო საღამო
სცენა
მსახიობები
გამოცემის თარიღი: 30-Mar-2017
რეზიუმე: ანზორ ხერხაძე (20.02.1937, ქუთაისი-13.09.2019, ქუთაისი) – 1962 წლიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, 1980 – საქართველოს დამსახურებული არტისტი, 1989 – საქართველოს სახალხო არტისტი, აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (2004). 1997 – ღირსების ორდენის კავალერი. 2001 – ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 1980-1998 წწ. იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. 2003 წელს მიიღო წლის საუკეთესო მსახიობის წოდება, მას 6-ჯერ გადაეცა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, არის ყოველთა ძლიერთა პატივგების პრემიის მფლობელი. 2010 წელს ქუთაისში გაიხსნა ანზორ ხერხაძის ვარსკვლავი. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. შოთა მურღულია (21.10.1979) - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-11 მერი 2013-2017 წ.წ.; გივი ჭიჭინაძე (02.07.1959) - მომღერალი, საქართველოს ვოკალურ-მუსიკალური ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლის მასახიობ-მომღერალი 1987 - 1990 წ.წ.. საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი, იმერეთის რეგიონის რწმუნებული-გუბერნატორი 2015-2018 წ.წ.. საქართველოს სახელმწიფო პრემია; ხელოვნების ქურუმი. მარიკა სამანიშვილი (24.07.1958) - საქართველოს დამსახურებული არტისტი, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი 1979 წლიდან. ლამარა ვაშაკიძე (08.02.1933) - ქართული თეატრის ვარსკვლავი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი 1958 წლიდან. მიხეილ გიორგაძე (25.04.1967) – ქართველი პოლიტიკოსი, ეკონომისტი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი 2014 წლის 23 ივლისიდან - 2017 წლის 15 დეკემბრამდე. 2017 წლის 15 დეკემბრიდან - 2018 წლის 15 ივლისამდე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი. ამჟამად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ანზორ ხერხაძის 80 წლის საიუბილეო საღამოზე.
მფლობელი: ნარგიზ ჩოგოვაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
A.KHERKHADZE-093.JPGრექტო231.95 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება