ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/38508
სათაური: გიორგი ოდიშელიძე
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ოდიშელიძე, გიორგი (1899-1970)
ემიგრანტები
რეზიუმე: გიორგი ოდიშელიძე - იუნკერი და საფრანგეთის არმიის ოფიცერი. 1921 წლის თებერვალ–მარტში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოჭრისას გიორგი ოდიშელიძე, სხვა იუნკერებთან ერთად, იბრძოდა კოჯორ–ტაბახმელასა და ბათუმის მისადგომებთან. 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, ჯერ სტამბოლში, შემდეგ –საფრანგეთში. იმავე წლის ბოლოს ოთხ იუნკერთან (ნიკოლოზ (კუკური) თოხაძე, ივანე ვაჩნაძე, ალექსანდრე ჯინჭარაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი) ერთად საფრანგეთის სენ–მიქსენის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია. უმცროსი ლეიტენანტი გიორგი ოდიშელიძე 1922 წელს საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ჩაირიცხა. 1926 წელს სირიაში გაემგზავრა, 1929 წლიდან კი ალჟირში მსახურობს. 1935 წელს კაპიტნის წოდება მიენიჭა და ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. პარიზში გიორგი ოდიშელიძე დაქორწინდა საქართველოს მთავარსარდლისა და იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელის, თავის მასწავლებლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის შუათანა ქალიშვილ თამარზე (თამი), რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: ნოდარი, მერაბი და ეკატერინე. გიორგი ოდიშელიძე გარდაიცვალა პარიზში 1970 წელს, დაკრძალულია შატუს სასაფლაოზე.
აღწერილობა: გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ნანო კვინიტაძე
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
giorgi odishelidze.jpg90.64 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება