ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/38806
სათაური: სულეიმან დიასამიძე ნათესავთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
რეზიუმე: სულეიმან დიასამიძე - ნიაზ დიასამიძის მამა - დაიბადა ბათუმში. 1921 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1932 წელს კი საქართველოს ინდუსტრიის ინსტიტუტი. ახალგაზრდობაში რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. დაინტერესებული იყო მუჰაჯირების ბედით და ამ მიზნით ტრაპიზონი, სამსუნი, სტამბოლი და სხვა ადგილები მოინახულა. 1918 წელს, როცა ოსმალოს ჯარმა ბათუმი დაიკავა, სულეიმან დიასამიძე სხვა აჭარელ პატრიოტებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" მდივანი გახდა. 1921 წელს არჩეული იყო "ღარიბთა კომიტეტის" ცენტრალური ბიუროს შემადგენლობაში. სულეიმანი ებრძოდა პანისლამიზმის მიმდევრებს. 1921 წელს აჭარის ფინანსთა სახალხო კომისრად მუშაობდა. 1922-23 წლებში აჭარის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე გახლდათ. 1929 წლიდან კი მშრომელთა დეპუტატების ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე იყო. შემდეგ თბილისში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.
აღწერილობა: მარჯვნიდან: სულეიმან დიასამიძე. გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ნოდარ თოფურიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Topuridze_Nodar_175.jpg82.65 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება