ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/415725
სათაური: ბორჯომის ხეობის ხედი
სხვა სათაური: საქართველოს კურორტები
საკვანძო სიტყვები: ღია ბარათი
საფოსტო ბარათი
ბარათი
ბორჯომი
Боржоми
Borjomi
ბორჯომის ხეობის ხედი
Вид на Боржомское ущелье
View of the Borjomi ravine
გამოცემის თარიღი: 1973
გამომცემელი: Тбилиси, ТЦР
Series/Report no.: ბორჯომი - Боржоми - Borjomi;
რეზიუმე: საბაგირო გზა ბორჯომის პარკს, ქალაქის ერთ-ერთ მაღალ წერტილთან, პლატოსთან აკავშირებს. ორბაგირიან ხაზზე ვაგონი 1962 წლიდან მოძრაობს, 90-იან წლებში განადგურებული საბაგიროს ახალი სიცოცხლე, 2006 წლიდან დაიწყო. ახალი ვაგონი თბილისის 31-ე ქარხანაშია აწყობილი. საბაგიროს ორ სადგურს შორის მანძილი 376 მეტრია. ამ მანძილს ვაგონი 3 წუთში ფარავს. მიწიდან კაბინამდე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 116 მეტრია. ერთდროულად საბაგიროს 25 ადამიანი გადაჰყავს.
აღწერილობა: ბორჯომის ხეობა - მდინარე მტკვრის ხეობა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სოფელ აწყურიდან (სამხრეთ-დასავლეთი) სოფელ ტაშისკარამდე (ჩრდილო-აღმოსავლეთი). მისი სიგრძეა დაახლოებით 60 კმ. ხეობის ფერდობებს ქმნის მესხეთისა და თრიალეთის ქედები. ბორჯომის ხეობა ახალციხის ქვაბულს შიდა ქართლის ბართან აკავშირებს. გენეტურად ტექტონიკური-ეროზიული ღრმა (1300-1500 მ) გამკვეთი ხეობაა, მდებარეობს ზღვის დონიდან 710-900 მ. აგებულია ძლიერი დანაოჭებული პალეოგენური, უმთავრესად ანდეზიტური ტუფბრექჩიებით და ფლიშური წყებებით. ბაკურიანის ლავური ნაკადის ბოლო ქალაქ ბორჯომთან მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირამდე აღწევს.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0223 b.jpgვერსო34.19 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0223 a.jpgრექტო200.63 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება