ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/42351
სათაური: პარმენ ლორია მოსკოვში სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ლორია, პარმენ (1898-1978)
მოსკოვი
გამოცემის თარიღი: 1939
რეზიუმე: პარმენ ლორია - ქართველი მწერალი. 1924-36 წ.წ. ქმნიდა აგიტ-მხატვრულ ბრიგადას და მოგზაურობდა აჭარის სოფლებში. დღიურები ასახულია წიგნში „კვალდაკვალ“. აქტიურად მოღვაწეობს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, უფრო მეტად ფსევდონიმით „პ. ობოლი“. 1932-1956 წ.წ. საქართველოს აჭარის მწერალთა კავშირის განყოფილების პირველად მდივანი და შემდგომ ამ განყოფილების თავმჯდომარე. 1936 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი „ჩაი“. იმდროინდელი აჭარის ცხოვრებას ასახავს პ. ლორიას მეორე წიგნი „დელი მურადი“, რომელსაც შენდგომ „განთიადი ხევში“ უწოდა. 1941 წელს მკითხველმა მიიღო რომანი „მევლუდი“, რომანი ეკრანიზებულია. ამავე ეპოქას ეძღვნება რომანი „საუკუნის დაბადება“. 1951 წელს პ. ლორია აქვეყნებს თავის ერთ-ერთ პოპულარულ რომანს „ნაირა“, რომელიც შემდგომ ბათუმის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლად დაიდგა. ქვეყნდება მისი სხვა რომანები და მოთხრობების კრებულები.
აღწერილობა: მეორე რიგში მარცხნიდან მეოთხე: პარმენ ლორია
მფლობელი: ინგა ლორია
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Loria_9.jpg997.22 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება