ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51741
სათაური: თამარ წულუკიძე-ახმეტელი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
წულუკიძე-ახმეტელი თამარ გრიგოლის ასული (1903-
რეპრესირებული
რეზიუმე: თამარ წულუკიძე-ახმეტელი - შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. დაპატიმრების მომენტისთვის - უმუშევარი. დანაშაულის ხასიათი - მონაწილეობა ხელოვნების ხაზით ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელი საქმიანობის დაჯგუფებაში, რუსთაველის თეატრის შესახებ მთავრობისა და პარტიის დადგენილებების დისკრედიტაცია. დაპატიმრებულია 28.01-1937 წ. საქ.სსრ შინსახკომის მიერ. მოთავსებულია კომენდატურში. წინასწარი გამოძიებისას მისცა ჩვენება, რომ 1934 წელს გადაიბირა კონტრრევოლუციურ ტერორისტულ ორგანიზაციაში ქმარმა, ა.ვ. ახმეტელმა და ხელოვნების ხაზით ეწეოდა ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელ საქმიანობას; კავშირი ჰქონდა უცხო ქვეყნის ჯაშუშ რადომსკისთან, ხოლო მოსკოვში გამგზავრების შემდგომ ჰქონდა მიმოწერა რუსთაველის თეატრის მუშაკთა ნაციონალისტური ჯგუფის წევრებთან თეატრში ძირგამომთხრელი საქმიანობის თაობაზე. სასამართლოზე თ.გ. წულუკიძე-ახმეტელმა არ დაადასტურა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ თვლის, მაგრამ არ იცის, რაში, და რომ მისი ჩვენებები წინასწარი გამოძიებისას დამახინჯებულადაა დაფიქსირებული და ამიტომ არ ადასტურებს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 29.06-1937 წ. დადგენილებით მიესაჯა ათი წლით პატიმრობა, 5 წლით უფლების აყრით და პირადი ქონების კონფისკაციით. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 11.02-1956 წ. განწესებით განაჩენი გაუქმებულია და საქმე N 4н-014545/55 შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
მფლობელი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
45386_wulukiZe-axmeteli_Tamara_grigolis asuli_1.jpg136.27 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება