Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/57755
Title: ნიკოლოზ აფხაზი
Keywords: პორტრეტი
აფხაზი, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე (1899-1987)
ემიგრანტები
Abstract: ნიკოლოზ აფხაზი - იურისტი, სამხედრო პირი. ნიკოლოზ აფხაზი იყო ილია ჭავჭავაძის დისშვილის, ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზისა და ელენე იოსელიანის ვაჟი. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნიკოლოზი დედასთან ერთად გაემგზავრა საფრანგეთში. 1946 წელს ნიკოლოზ აფხაზი დაქორწინდა მარჯორი (პეგი) ჰემბერტონ–კარტერზე და დასახლდნენ კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის ქალაქ ვიქტორიაში. შეიძინეს მოზრდილი ნაკვეთი და ულამაზესი ლანდშაფტური ბაღი გააშენეს. "აფხაზების ბაღი" არა მარტო კანადის, არამედ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი და გამორჩეული ბოტანიკური ბაღია. შეტანილია არაერთ საცნობარო გამოცემაში. ბაღში როდოდენდრონების უნიკალური კოლექციაა, რამდენიმე მათგანი აფხაზის გამოყვანილია და რეგისტრირებულია სამეფო საბაღე საზოგადოების მიერ. ბაღის შუაგულში მდებარეობს აფხაზების სახლი, რომელშიც დღეს ბაღის ადმინისტრაციაა განთავსებული
Description: ფოტოს გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია
Owner: ლევან ურუშაძე
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Nikoloz_Abkhazi_2.jpg898.62 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.