ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/57755
სათაური: ნიკოლოზ აფხაზი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
აფხაზი, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე (1899-1987)
ემიგრანტები
რეზიუმე: ნიკოლოზ აფხაზი - იურისტი, სამხედრო პირი. ნიკოლოზ აფხაზი იყო ილია ჭავჭავაძის დისშვილის, ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზისა და ელენე იოსელიანის ვაჟი. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნიკოლოზი დედასთან ერთად გაემგზავრა საფრანგეთში. 1946 წელს ნიკოლოზ აფხაზი დაქორწინდა მარჯორი (პეგი) ჰემბერტონ–კარტერზე და დასახლდნენ კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის ქალაქ ვიქტორიაში. შეიძინეს მოზრდილი ნაკვეთი და ულამაზესი ლანდშაფტური ბაღი გააშენეს. "აფხაზების ბაღი" არა მარტო კანადის, არამედ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი და გამორჩეული ბოტანიკური ბაღია. შეტანილია არაერთ საცნობარო გამოცემაში. ბაღში როდოდენდრონების უნიკალური კოლექციაა, რამდენიმე მათგანი აფხაზის გამოყვანილია და რეგისტრირებულია სამეფო საბაღე საზოგადოების მიერ. ბაღის შუაგულში მდებარეობს აფხაზების სახლი, რომელშიც დღეს ბაღის ადმინისტრაციაა განთავსებული
აღწერილობა: ფოტოს გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია
მფლობელი: ლევან ურუშაძე
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Nikoloz_Abkhazi_2.jpg898.62 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება