Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/107660
Title: თენგიზ გოგოტიშვილი
Keywords: გოგოტიშვილი, თენგიზ გიორგის ძე (1924-1998)
ექიმი
ქირურგი
Abstract: თენგიზ გოგოტიშვილი - დაიბადა ქ. თბილისში გიორგი გოგოტიშვილისა და ნინო ბახტაძის ოჯახში. ჰყავდა უფროსი დაიკო ლილი და უმცროსი ძმა ვლადიმერი. როდესაც თენგიზი 13 წლის ხდებოდა,მისი მამა, გიორგი, ბოლშევიკებმადახვრიტეს 1937 წლების რეპრესიების ხანაში, ხოლო დედა 8 წლით გადაუსახლეს კამჩატკაზე. თენგიზი და მისი უმცროსი ძმა8 წლის ვლადიმერი, გაზარდა და ფეხზე დააყენა მათმა უფროსმა დამ - ლილიმ. თენგიზმა დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და ავტორიტეტულ ქირურგად ჩამოყალიბდა. მოგვიანებით იგი დაინიშნა „თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს“ მთავარ ექიმად, სადაც ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა და სამაგალითო, უპატიოსნესი ექიმის სახელი ჰქონდა როგორც კოლეგებში, ასევე მრავალრიცხოვან პაციენტებში. სტუდენტობის წლებიდან საოცარი კომუნიკაბელობის და მუსიკალური ნიჭით გამორჩეულმათენგიზმა „პატენტიანითამადისა“ და„თბილისის კოლორიტის“ სახელი მოიხვეჭა და გარდა იმისა, რომ სანიმუშო ექიმის რეპუტაციით სარგებლობდა, თბილისური სუფრებისსული და გულიგახლდათ: გარდა არაჩვეულებრივი თამადობისა, საოცრად უკრავდა აკორდეონსა და ფორტეპიანოზე, თუმცა მუსიკალური განათლება არასდროს მიუღია.მრავალი პოპულარული სუფრული სიმღერების „თენგიზისეულმა“ ორიგინალურმა იმპროვიზაციამ და ლამაზმაგაფორმებამ თბილისელების აღტაცება და გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა. თენგიზის დიდ პოპულარობას მოწმობს ის ფაქტიც, რომ იგი გადაიღეს სატელევიზიო ფილმში „თბილისი და თბილისელები“, სადაც მან ფორტეპიანოზე საოცარი იმპროვიზაციით შეასრულა ცნობილი ქართული სიმღერა „ჟუჟუნა წვიმა“. თენგიზი მზრუნველი ექიმი, მრავალმხრივ ნიჭიერი და უწესიერესი პიროვნება იყო, გამოირჩეოდა კეთილი ხასიათითა და იუმორის გრძნობით, რითაც უკვდავყო თავისი სახელი. გარდაიცვალა 74 წლის ასაკში და დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე
Description: გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ზაზა გოგოტიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Gogitishvili_02.jpg400.2 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.