ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/107660
სათაური: თენგიზ გოგოტიშვილი
საკვანძო სიტყვები: გოგოტიშვილი, თენგიზ გიორგის ძე (1924-1998)
ექიმი
ქირურგი
რეზიუმე: თენგიზ გოგოტიშვილი - დაიბადა ქ. თბილისში გიორგი გოგოტიშვილისა და ნინო ბახტაძის ოჯახში. ჰყავდა უფროსი დაიკო ლილი და უმცროსი ძმა ვლადიმერი. როდესაც თენგიზი 13 წლის ხდებოდა,მისი მამა, გიორგი, ბოლშევიკებმადახვრიტეს 1937 წლების რეპრესიების ხანაში, ხოლო დედა 8 წლით გადაუსახლეს კამჩატკაზე. თენგიზი და მისი უმცროსი ძმა8 წლის ვლადიმერი, გაზარდა და ფეხზე დააყენა მათმა უფროსმა დამ - ლილიმ. თენგიზმა დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და ავტორიტეტულ ქირურგად ჩამოყალიბდა. მოგვიანებით იგი დაინიშნა „თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს“ მთავარ ექიმად, სადაც ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა და სამაგალითო, უპატიოსნესი ექიმის სახელი ჰქონდა როგორც კოლეგებში, ასევე მრავალრიცხოვან პაციენტებში. სტუდენტობის წლებიდან საოცარი კომუნიკაბელობის და მუსიკალური ნიჭით გამორჩეულმათენგიზმა „პატენტიანითამადისა“ და„თბილისის კოლორიტის“ სახელი მოიხვეჭა და გარდა იმისა, რომ სანიმუშო ექიმის რეპუტაციით სარგებლობდა, თბილისური სუფრებისსული და გულიგახლდათ: გარდა არაჩვეულებრივი თამადობისა, საოცრად უკრავდა აკორდეონსა და ფორტეპიანოზე, თუმცა მუსიკალური განათლება არასდროს მიუღია.მრავალი პოპულარული სუფრული სიმღერების „თენგიზისეულმა“ ორიგინალურმა იმპროვიზაციამ და ლამაზმაგაფორმებამ თბილისელების აღტაცება და გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა. თენგიზის დიდ პოპულარობას მოწმობს ის ფაქტიც, რომ იგი გადაიღეს სატელევიზიო ფილმში „თბილისი და თბილისელები“, სადაც მან ფორტეპიანოზე საოცარი იმპროვიზაციით შეასრულა ცნობილი ქართული სიმღერა „ჟუჟუნა წვიმა“. თენგიზი მზრუნველი ექიმი, მრავალმხრივ ნიჭიერი და უწესიერესი პიროვნება იყო, გამოირჩეოდა კეთილი ხასიათითა და იუმორის გრძნობით, რითაც უკვდავყო თავისი სახელი. გარდაიცვალა 74 წლის ასაკში და დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე
აღწერილობა: გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ზაზა გოგოტიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Gogitishvili_02.jpg400.2 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება