Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/131284
Title: | სურფნიშანის სომხური ეკლესია |
Keywords: | თბილისი ეკლესია სურფნიშანი ზემო კალა |
Abstract: | სურფნიშანი - წმინდა ნიშნის სომხური ეკლესია. მდებარეობს თბილისში, ზემო კალაში, ჩალაუბნის ქუჩის შესახვევში. მას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიადაც მოიხსენიებდნენ. ამ ადგილას თავდაპირველი ეკლესიის აშენების ხანა უცნობია. დღევანდელი ტაძარი აგებულია 1703-20 წლებში მელიქ გიორგის მიერ (გუმბათი ეკლესიას 1780 წელს დაედგა). აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა 1820-იან წლებში განაახლა თბილისელმა სომეხმა ქველმოქმედმა და კომერსანტმა ავეტიკ პიტოიანმა (1794-1858), რომელიც ეკლესიის ჩრდილოეთ კედელთან არის დაკრძალული. სურფნიშანი აგურით ნაგები „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ეკლესიაა მკვეთრად წაგრძელებული დასავლეთის მკლავით. გუმბათი მომწვანო-ცისფერი მოჭიქული ფილებით არის გადახურული |
Description: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
Owner: | ლიკა მამაცაშვილი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
surp-nishanis eklesia vercxlis kuchaze.jpg | 249.37 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.