ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/131284
სათაური: სურფნიშანის სომხური ეკლესია
საკვანძო სიტყვები: თბილისი
ეკლესია
სურფნიშანი
ზემო კალა
რეზიუმე: სურფნიშანი - წმინდა ნიშნის სომხური ეკლესია. მდებარეობს თბილისში, ზემო კალაში, ჩალაუბნის ქუჩის შესახვევში. მას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიადაც მოიხსენიებდნენ. ამ ადგილას თავდაპირველი ეკლესიის აშენების ხანა უცნობია. დღევანდელი ტაძარი აგებულია 1703-20 წლებში მელიქ გიორგის მიერ (გუმბათი ეკლესიას 1780 წელს დაედგა). აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა 1820-იან წლებში განაახლა თბილისელმა სომეხმა ქველმოქმედმა და კომერსანტმა ავეტიკ პიტოიანმა (1794-1858), რომელიც ეკლესიის ჩრდილოეთ კედელთან არის დაკრძალული. სურფნიშანი აგურით ნაგები „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ეკლესიაა მკვეთრად წაგრძელებული დასავლეთის მკლავით. გუმბათი მომწვანო-ცისფერი მოჭიქული ფილებით არის გადახურული
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ლიკა მამაცაშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
surp-nishanis eklesia vercxlis kuchaze.jpg249.37 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება