ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/3059
სათაური: ვეფხის ტყაოსანი - ვახტანგ მეექვსის სტამბაში დაბეჭდილი ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკის ეგზემპლარი
სხვა სათაური: ვეფხისტყაოსანი
ვეფხვისტყაოსანი
ავტორები: რუსთაველი, შოთა
საკვანძო სიტყვები: ვახტანგ მეექვსე
ჭავჭავაძე, ილია (1837-1907)
რუსთველი, შოთა
გამოცემის თარიღი: 1712
გამომცემელი: თბილისი: ვახტანგის სტამბა
რეზიუმე: თავფურცელზე: "ვეფხის ტყაოსანი. აწ ახალი დაბეჭდული ქართულს ენასა ზედა ჟამსა ამაღლებულისა საქართველოს მპყრობელისა უფლისა უფლისა ვახტანგისსა. შრომითა წარსაგებელითა მისვე მპყრობელისათა. გაიმართა ხელითა ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილის მიქელისათა. ქალაქსა ტფილისისასა. ქრისტეს აქეთ ათ[ა]ს შვიდას და თორმეტსა. დასაბამითგან ვიდრე აქამომდე შვიდიათას ორას ოცსა". ტექსტის ქვემოთ: ორი ვინიეტი. წიგნს ახლავს ბაგრატიონთა გერბი: ”ქართული ორნამენტით გარემოცულ კვადრატულ ფარში, ოთხ ფრთოსან ანგელოზს სახელურებით უპყრია მცირე, მრგვალი ე.წ. ბიზანტიური ფარ, რომლის ცენტრშიც მაცხოვრის კვართია. კვართის მარჯვნივ: ბიბლიური მეფე დავითის ქნარია, მრცხნივ - მისივე შურდული.ფარის დაბოლოებაში მოთავსებულია სიასამურის ბეწვი მომცრო ჯვრით. გერბის უკიდეურესი ბოლო ნაწილი ძნელი გასარჩევიაა. ჩასმულ ფარს თავზე გვიგვინი ადგას. მარჯვნივ- მარცხნივ კი, შესაბამისდ, სამეფო რეგალიები - ხმალი და სკიპტრაა განთავსებული, ხოლო ქვევით - ლეოპარდი. გერბი ორნამენტების სიუხვით გამოირჩევა”. (გერბის აღწერილობა ციტირებულია თ. ასათიანის წიგნიდნ ”ქართული გერბმცოდნეობა”, თბ., 2010) გერბის შიგნითა არეში ინიციალები: წ. ღ. დ. პ. მ. გ. ყ. ს.="წმიდაო ღმერთო! დაიცევ პატრონი მეფე გიორგი ყოვლისა საქართველოისა". გერბის ქვემოთ და შემდეგ აღუნუსხავ გვერდზე მოთავსებული ექვსსტროფიანი ლექსი წარმოადგენს 1709 წლის სამოციქულოს [ნ] გერბის ქვეშ მოთავსებული ლექსის გამეორებას. ქვემოთ: ვახტანგის წინასიტყვაობა. შემდეგ გვერდზე: ვახტანგის პორტრეტი, მდიდრულად შემკული ორნამენტებით. პორტრეტის ქვემოთ: ყვავილებიანი ლარნაკი. ტექსტში ყოველი თავის დასაწყისში: შემკულობა. აღნუსხულია ქართული ასოებით: გვერდებად და რვეულებად. ტექსტი იწყება ”ა” გვერდზე (შესავალით) სათაურით: "ქ. ამა ამბის დასაწყისი პირველი ამო და სასმენლად შვენიერი სწავლისათვის მოშაირეთასა ტარიელს და ნესტანდარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით უხმობენ". ტექტის ბოლოს: ორტაეპიანი ლექსი. ქვემოთა: ვახტანგის გამოკვლევა სათაურით: ”თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხის ტყაოსნისა, თქმული ბატონის შვილის გამგებლის პატრონის ვახტანგისა" (სპვ-ტნა გვ.) ("თარგმანის" თავში ვახტანგი თავის თავს უწოდებს "ქართლის გამგებელს".)
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:წიგნადი ფონდი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Vefxistyaosani_1712.pdf100.85 MBAdobe PDFგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება